21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებისას დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებისას დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.

„ხალხოო, ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალეს.

სინდისის პატიმარი, რომელიც სამარტოო საკანში, ძალიან რთულ გარემოში იხდიდა სასჯელს.

გამორჩეულად დაჩაგრეს, ბევრჯერ მოატყუეს…

თავისუფლების ბევრი მცდელობა იყო და არაფერი გამოდიოდა.

ძალიან მაგარი ამბავია!

ფრიდონს გაუმარჯოს, მის თავისუფლებას გაუმარჯოს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა.

ცნობისთვის, ფრიდონ ბუბუტეიშვილის 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას გამოძიება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა, რამაც 500 ლარის ზიანი გამოიწვია. ასევე, პროკურატურის ინფორმაციით, ბუბუტეიშვილმა მეხანძრე-მაშველს ქვა ესროლა, რომელიც მას მარცხენა მხარში მოხვდა. სამართალდამცველებმა ის 2024 წლის 15 მაისს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშილევან ცუცქირიძე: “ქართული ოცნების” რეჟიმი უნდა წავიდეს, ამ ხალხმა პასუხი უნდა აგოს
შემდეგი სტატიაუკრაინამ დაარტყა რუსეთის 100 მილიონი დოლარის ღირებულების რადარს