მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 26-27 აგვისტოს 9:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. პენიტენციური სამსახური გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს.

banner
წინა სტატიაშიბოკერია – საზოგადოებას ამოცანა აქვს, რომ ეს პოლიტიკური უბედურება დაასრულოს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჰქვია
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – გილოცავთ კონსტიტუციის დღეს