მარიამ შუშანია: “დროას” ოფისში ვართ… წინ, უკან, გვერდით ყველგან სუს-ია”

სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ შუშანია სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია “დროას” ოფისთან სუს-ის განსაკუთრებული მობილიზებაა.

მისი თქმით, ოფისიდან გასული ნოდარ ჩაჩანიძე და აჩი გოჩიტაშვილი დააკავეს, თუმცა რა მუხლით ჯერ არ იციან.

წინ, უკან, გვერდით ყველგან სუს-ია.

დროას ოფისში ვართ და აქიდან გასულები ნოდარ ჩაჩანიძე და აჩი გოჩიტაშვილი დააკავეს. არ ვიცით რა მუხლით ან რა მიზეზით.

დაპანიკებულები არიან, რამ დააპანიკათ არც ეგ არ ვიცით. ახლაც ოფისის მიმდებარედ არიან,” – წერს მარიამ შუაშანია.

პარია “დროას” ოფისთან სუს-ის მობილიზებაზე საუბრობს ნათია ლეთოდიანიც.

ნოდარ ჩაჩანიძე და აჩი გოჩიტაშვილი იმყოფებოდნენ “დროას” ოფისში, ფიქრის გორაზე, რომელიც ამ წუთებში არის სუს-ის მანქანებით გადაჭედილი იქაურობა, ფაქტობრივად ალყაშია ჩვენი ოფისი, სუს-ის მანქანებით. არ ვიცი ეს რას უკავშირდება. ჩვენ იქ მუდმივად ვიკრიბებით, აქტივისტები, სტუდენტები, კოალიციის წევრები. როდესაც ოფისიდან გავიდნენ ნოდარი და აჩი რამდენიმე წუთში გავიგეთ მათი დაკავების შესახებ.

დღეს განსაკუთრებული მობილიზება აქვს როგორც ჩანს ე.წ. ხელისუფლებას…” – თქვა ნათია ლეთოდიანმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდელმა აქტივისტმა, შალვა ესართიამ 7-დღიანი პატიმრობის შემდეგ, იზოლატორი დატოვა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – კობახიძე არა მხოლოდ გვერდით უდგას პუტინს, არამედ არ გადის დარბაზიდან, როდესაც ის გამოდის სიტყვით – ეს არის წითელი ხაზი, რომლის იქით საქართველო ხდება რუსეთის მონა, დღესვე შეგვიძლია რუსთაველზე გამოსვლა