26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

მარიამ ქვრივიშვილი: უზბეკეთი საქართველოსადმი და ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით დიდ ინტერესს ადასტურებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ უზბეკეთი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით, განსაკუთრებით კი საპორტო ინფრასტრუქტურით, სერიოზულად არის დაინტერესებული. უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგებთან — ინვესტიციების მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორია, ფოთის პორტი და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერა.

მინისტრის განმარტებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების პროცესში განსაკუთრებული აქცენტი ტრანსპორტზე, ლოგისტიკასა და ტურიზმზე კეთდება, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს როლს შუა დერეფნის კონტექსტში. ქვრივიშვილმა ასევე დააკონკრეტა ანაკლიის პორტის მშენებლობის ვადებიც.

„აქტიურ ფაზაშია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში მიმდინარე სამშენებლო პროცესი, რის შედეგადაც 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველ ფაზას დავასრულებთ და მივიღებთ პირველ გემს. უზბეკეთი ცალსახად ადასტურებს ძალიან დიდ ინტერესს საქართველოსადმი უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით“, — აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიALDE-ს კონგრესზე ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად ცარიელი სკამი დადგეს
შემდეგი სტატიაზელენსკი: პუტინი კოსტიანტინოვკის დაკავებაზე იტყუება, თუ ეს სიმართლეა, მზად ვარ, იქ შევხვდე