25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

მარიამ ქვრივიშვილი: გვინდა, წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში

ბაქოში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალზე საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ძირითადი ანგარიშები დაამტკიცეს. ამ გადაწყვეტილებით კვლევის ფაზა ფაქტობრივად დასრულდა და მხარეებმა მომავალი ნაბიჯების სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობდა, მთავარი განსახილველი თემა ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში რეგიონის როლის გაზრდა იყო.

“საქართველო და აზერბაიჯანი განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის, რომ მათ შორის მწვანე დერეფნის კონტექსტში, ისევე როგორც ჩვენს ქვეყნებში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმებისა და ზოგადად სექტორის განვითარების პერსპექტივებით, ჩვენ უზრუნველვყოთ ძალების გაერთიანება და ამავდროულად ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ შეხვედრის ფარგლებში საკმაოდ ამომწურავად გვესაუბრა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ, იმ ათწლიანი გეგმის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სექტორის განვითარებისთვის. ჩვენი ამოცანა არის, რომ უზრუნველვყოთ ამ სექტორში ინვესტიციების მოზიდვა იმისთვის, რომ საქართველო, პირველ რიგში, გახდეს თვითმყოფადი ელექტროგენერაციის თვალსაზრისით, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი ენერგეტიკული რესურსის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“,_ განაცხადა ქვრივიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუშგულის ლამარიას სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე უნებართვოდ სატრაპეზო შენდება
შემდეგი სტატიააშშ-მა ირანულ ნავთობზე სანქციები დააბრუნა