მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ბრალდება თათია აფრიამაშვილის პატიმრობას ითხოვს

შსს სამოქალაქო აქტივისტის, თათია აფრიამაშვილის პატიმრობას ითხოვს. აფრიამაშვილისა და მაგდა მამუკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი 17 მაისს მომხდარის გამო “ოცნების” დეპუტატმა მარიამ ლაშხმა შეიტანა. ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან, ერთად იმყოფებოდა, აქტივისტები მივიდნენ – შეძახილებით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსეთის მონებს… ძირს რუსეთის მონები”.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა და ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.

სასამართლო პროცესი 30 მაისისთვის გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის სასამართლომ აქტივისტი მარიამ სიჭინავა 4 000 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიატყვეების პირველი ნაწილი დავაბრუნეთ-ზელენსკი