მარიამ ლაშხი: მსგავსი ტიპის მეგობრული ურთიერთობები და მხარდაჭერა დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მარიამ ლაშხი ლატვიის პარლამენტის (საეიმა) საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ულდის ბუდრიკისი ხელმღვანელობს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადისა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის, ასევე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე,

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ლატვია ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს როგორც სუვერენიტეტის, ასევე ერთიანობის მხარდამჭერად და დღესაც ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორია ჩვენს ევროკავშირთან ასპირაციის გზაზე.

დღევანდელი ვიზიტიც დემონსტრირება იყო იმის, რომ ლატვია, როგორც ერთი დამოუკიდებელი წევრი და როგორც ერთ-ერთი კონტრიბუტორი საბოლოო გადაწვეტილების მიღების პროცესში, არის ჩვენი აქტიური მხარდამჭერი, იზიარებს იმ რეფორმების ტემპს, რასაც საქართველო ახორციელებს და მუდმივ მხარდაჭერას გვიცხადებს შემდგომი რეფორმების განხორციელების ნაწილში. მსგავსი ტიპის მეგობრული ურთიერთობები და მხარდაჭერა დემონსტრირებაა იმის, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ“,-განაცხადა მარიამ ლაშხმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლატვიის სეიმის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის სპეციალური მოწვევით იმყოფებიან საქართველოში.

ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ულდის ბუდრიკისი და საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლივა კრეიტუსე შედიან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს შეხვდა
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე – ტყუილი და დაუსაბუთებელი ბრალდებაა, თითქოს საქართველომ რამენაირად შეიცვალა ტრაექტორია, რაც არ ეფუძნება ფაქტობრივ მოცემულობას, ასე სურს ოპოზიციას