მარიამ კუბლაშვილი – მაჩალიკაშვილი გამოიკითხა იმ საქმეზე, რომელზეც განაჩენი უკვე დამდგარია

მალხაზ მაჩალიკაშვილის დღევანდელი გამოკითხვა საინტერესო და საოცარი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის სუს-ში გამოკითხვის შემდეგ მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მაჩალიკაშვილი გამოიკითხა იმ საქმეზე, რომელზეც განაჩენი უკვე დამდგარია და აქედან გამომდინარე, გამოკითხვაზე დაბარებები იძენს ძალიან არასერიოზულ ხასიათს.

“ხელისუფლებას სურს, რომ არ მოხდეს ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილის მხრიდან საზღვრის გადაკვეთა და სრული სიმართლის საზღვრებს გარეთ გატანა. მიმდინარეობს შიდა გამოძიებები ისეთ საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება უკვე დასრულებულია. ჩემთვის საინტერესო და საოცარი იყო დღევანდელი გამოკითხვა. ვფიქრობდი, რომ რაიმე ახალი კითხვა იქნებოდა, რაიმე დეტალი იქნებოდა, თუმცა დაგვიბარეს იმ საქმესთან დაკავშირებით, რომლის განხილვებსაც 7-8 თვის განმავლობაში ვესწრებოდი სასამართლოში. ამ საქმეზე დეტალურად არის გამოკვლეული ყველა მასალა, დაკითხულია ყველა მოწმე. მთელი ამ ხნის მანძილზე მალხაზ მაჩალიკაშვილი არასდროს ყოფილა დაბარებული, არ ყოფილა არც მოწმეთა სიაში. პასუხი არის ამ ყველაფერზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაზა სარალიძესთან ერთად მიდიოდა საზღვარგარეთ შეხვედრების გასამართად. მე მინდა ვთხოვო ბატონ ზაზას, გამართონ შეხვედრები. მალზახ მაჩალიკაშვილი ვალდებული გახდა გაიხსენებინა დეტალურად თემირლან მაჩალიკაშვილის ცხოვრება. აგრეთვე ყველა მისი მოქმედებები, ურთიერთობები, თუ როდის გაიცნო და რა პირობებში გაიცნო ზვიად ბორძიევი და სხვა პირები. კითხვას როდესაც ვსვამთ, თუ რატომ აქამდე არ მოხდა მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა, ამაზე პასუხი არ არის და ამბობენ, რომ დღეს გახდა საჭირო. შესაძლოა მათ აქვთ რამე დამატებით წარმოსადგენი, თუმცა ფაქტია, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი”,- განაცხადა კუბლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობა ნაყოფია რუსთავი2-ის წილის მფლობელი გახდა?!
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – დავით უსუფაშვილმა ყველანაირი კუთხით დაუშვა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ