მარიამ ჯიშკარიანი: “პაციენტზე გადაწყვეტილებებს იღებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ შავ ფორმაში ჩაცმული ადამიანები”

“პაციენტზე გადაწყვეტილებებს იღებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ შავ ფორმაში ჩაცმული ადამიანები” – ამის შესახებ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ცენტრ “ემპათიას” დამფუძნებელმა, მარიამ ჯიშკარიანმა ისაუბრა. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და მისი ჯანრმთელობის მდგომარეობას გაეცნო.

ეს არ არის კლინიკისთვის დამახასიათებელი გარემო. იქ ექიმები არ წვეტენ საკითხებს და სამწუხაროდ, მათი უფლებები არ იციან კარგად ამ ექიმებმა. შესაბამისად, იქ გადაწყვეტილებებს იღებს არა სამედიცინო პერსონალი, ამას წყვეტენ შავ ფორმებში ჩაცმული ადამიანები… პალატასთან არის არასამედიცინო პერსონალი და როდესაც სამედიცინო შემოწმებაა, არ შეიძლება არასამედიცინო პერსონალმა განკარგოს, ვინ შევა და ვინ გამოვა. ჩვენ სრულყოფილი შემოწმების საშუალება არ მოგვეცა…, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯიშკარიანი: მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული
შემდეგი სტატიაცენტრ „ემპათიის“ რეანიმატოლოგი ლევან ბესელია: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით არის ძალიან მძიმე