მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე – მიმდინარეობს წონის კლება – ყოფილ პრეზიდენტს სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა სპეციფიური მიმართულებით

კლინიკა „ვივამედი“ არ წარმოადგენს ისეთ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება. აქ მიმდინარეობს შემანარჩუნებელი მკურნალობა იმისთვის, რომ არ დამძიმდეს პაციენტის მდგომარეობა. ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია სპეციფიური მიმართულებით.

„ჯანმრთელობის მდგომარეობაში მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის. ჩვენი შეხედულება ურყევია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხდება. მას სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია სპეციფიური მიმართულებით.

ახლა მიმდინარეობს იმუნიტეტის დაქვეითება. ეს არის რეფიდინგის სინდრომის ერთ-ერთი გართულება. ასეთ სიტუაციაში ინფექციებისადმი ტოლერანტობა არის დაქვეითებული.

თვითონ კლინიკა “ვივამედი” გეგმავს მკურნალობის პროგრესის ნახვას. ეს კლინიკა არ წარმოადგენს ისეთ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება. აქ მიმდინარეობს შემანარჩუნებელი მკურნალობა იმისთვის, რომ არ დამძიმდეს პაციენტის მდგომარეობა“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს წონის კლება, ასევე, არის გარკვეული ინფექციისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, ვინაიდან იმუნიტეტი დაქვეითებულია.

„წონის კლება მიმდინარეობს და ასევე არის გარკვეული ინფექციებისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, ვინაიდან იმუნიტეტი დაქვეითებულია. დასკვნა ექნებათ ადვოკატებს მას შემდეგ, რაც ჩამოვლენ ჩვენი უცხოელი კოლეგები“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ოთხ დასახლებულ პუნქტზე დარტყმები განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა