მარიამ ჯაში „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებას გამორიცხავს

მარიამ ჯაშმა არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ პარტია „ ქართული ოცნება“ და კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვაგრძელებ მოღვაწეობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში და ამ მომენტისთვის მე ვფიქრობ, რომ შევინარჩუნებ დამოუკიდებელი დეპუტატის სახელს და არ მოვიაზრებ ფრაქციებში გაერთიანებას“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ჯაში დღეს უმრავლესობის სხდომას არ ესწრებოდა.

კითხვაზე, მიიწვიეს თუ არა ის სხდომაზე, მარიამ ჯაში ამბობს, რომ კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ჩემთან არ ყოფილა კომუნიკაცია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იყოს მზაობა და სურვილი კომუნიკაციის, თუმცა, ვფიქრობ, რომ როდესაც ღებულობ ასეთ გადაწყვეტილებას, საუბარი დაბრუნების შესახებ არ არის სერიოზული. გამოვრიცხავ ქართულ ოცნებაში დაბრუნებას“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა
შემდეგი სტატია„მეშინია „ბელა ჩაოს“ სიმღერა არ „დევიწყო“ – თაკო ჩარკვიანი