მარიამ ჯაში პოზიტიურად აფასებს შსს ახალ კანონპროექტს

მარიამ ჯაში პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინსიტროს ახალ კანონპროექტს რომელიც სქესობრივ დანაშაულში მხილებულთა განათლების სისტემაში დასაქმების პრევენციას ეხება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებას ისახავს მიზნად.

„ჩვენი კომიტეტის მანდატს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტში ზოგადი განათლების, ასევე სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების დაწესებულებებში და პროფესიული განათლების სისტემაში იმ პირთა დასაქმების პრევენციას, რომლებიც იყვნენ ნასამართლევი სქესობრივი დანაშაულისა და ძალადობის მუხლებით. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას. საბავშვო ბაღებში, სკოლებში და კოლეჯებში ვერ დასაქმდებიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნასამართლევი შესაბამისი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით და ამასთანავე ძლიერდება მონიტორინგის მექანიზმი. სკოლები და საგანმანათლებლო სისტემა ვალდებულია, რომ გაძლიერდეს დაკვირვების მექანიზმები. ბუნებრივია, ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ მსგავსი დანაშაულები იყოს მაქსიმალურად შემცირებული და აღმოფხვრილი საგანმანათლებლო სისტემაში.“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე ეკა ბესელიას – პროკურატურაში როცა ვახერხებდი შესვლას, იქ მხვდებოდი და მე მქონდა კიდე დალაგებული, მე მელაპარაკები მაგას, სულ გადაირიეთ?
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძეს უზარმაზარი ავტორიტეტი აქვს, რაც არჩევნებზე დაამტკიცა