მარიამ ჯაში : მერიის ინიციატივა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემის გადაჭრის გზაზე

თბილისში მოსახლეობის ერთ-ერთი საზრუნავი ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაა და მერიის ინიციატივა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ამ პრობლემის კომპლექსურად გადაჭრის გზაზე, – აღნიშნული განცხადება, უმრავლესობის დეპუტატმა, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა, მარიამ ჯაშმა გააკეთა.

მისი თქმით, სამგორის რაიონშიც ბინათმშენებლობების კოოპერატივებით ბევრია ოჯახია დაზარალებული.

„როგორც სამგორის მაჟორიტარი, სადაც ბინათმშენებლობების კოოპერატივებით არაერთი ოჯახია დაზარალებული, მადლობას ვუხდი კახა კალაძეს და ქალაქის მთავრობას ამ ისტორიული გადაწყვეტილებისათვის“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით დამტკიცდა პროექტი, რომლის თანახმად, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 3000 ოჯახს საკუთრების უფლება დაუბრუნდება.

„90-იან წლებში, ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, თბილისში 3000 ოჯახმა, ბინათმშენებლობების კოოპერატივების საქმიანობის შეჩერების შედეგად დაკარგა საკუთრების უფლება. 3000 ოჯახი, მათ მიერ ბინათმშენებლობისთვის გადახდილი საფასურის მიუხედავად, დარჩა საცხოვრებელი ბინების გარეშე. 25 წელი ეს პრობლემა იყო გადაუჭრელი, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ოჯახების წინაშე არსებული ვალი აღიარა წლების წინ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემის მოგვარებაზე დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე სოციალურად ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 800 ოჯახი დაიბრუნებს დაკარგული საკუთრების უფლებას, ხოლო მომდევნო ეტაპზე 3000-ვე ოჯახი.

banner
წინა სტატიაში“გამსხვილდეს მაჟორიტარული ოლქები და გადავიდეთ სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე” – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ხელისუფლების ქმედებები პირდაპირი გზაა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ