მარიამ ჯაში – ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება

region
ავტ.: region ნოემბერი 14, 2019 17:30

მარიამ ჯაში – ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება

მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

„თითქმის სამი საათი გავიდა კენჭისყრის შემდეგ, მე ეს დრო სპეციალურად გამოვიყენე, რომ არ ყოფილიყო ჩემი გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიღებული. ჩემთვის ძალიან ძვირფასი კოლეგა და მეგობარი რჩება „ქართულ ოცნებაში“, მე ეს დრო გამოვიყენე, რომ მათთან მქონოდა გასაუბრება, რათა ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე ბევრი მათგანი ჩამეყენებინა საქმის კურსში. მე ვტოვებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და შესაბამისად, ვტოვებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს დისკუსია, რომელი საარჩევნო სისტემა არის უკეთესი, თუმცა ჩვენ ორი თვის წინ პირობა, რომელიც მივეცით საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, 93 დეპუტატის თანხმობით და ხელმოწერით, ეს იყო პრინციპული საკითხი, რომ გაგვეტანა. ჩემთვის ყოველთვის საამაყოდ დარჩება და ბუნებრივია, მხოლოდ დადებითად იქნება შეფასებული ის ინიციატივები და ისტორიული გადაწყვეტილებები, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოიტანა საქართველოში, ჯანდაცვაში, ციხეში, განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები, მაგრამ ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის არმიღება დღეს არ შეიძლებოდა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

region
ავტ.: region ნოემბერი 14, 2019 17:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,389
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics