მარიამ ჯაში : ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავატარეთ მშვიდობიანი, ღია და თავისუფალი არჩევნები

საზოგადოების თითოეულ წევრს მინდა, მადლობა გადაუხადო, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავატარეთ მშვიდობიანი, ღია და თავისუფალი არჩევნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბარი ახალი არ ყოფილა, თუმცა გუშინდელი არჩევნები იყო არაჩვეულებრივად ორგანიზებული.

„ჩვენთვის ბუნებრივია, არ იყო მოულოდნელი განცხადებები, რომელიც კეთდებოდა ოპოზიციური ძალის მხრიდან. პრაქტიკულად მას შემდეგ, რაც ისინი დადგნენ რეალობის წინაშე, რომ სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებდა მეორე ტურში, ისმოდა მუდმივად განცხადებები, რომ დელეგიტიმაციის მცდელობისკენ წასულიყო პროცესი, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ არაჩვეულებრივად ორგანიზებული საარჩევნო დღე. თითოეული ადამიანს, რომელიც გუშინ მუშაობდა უწყვეტ რეჟიმში, არამხოლოდ საარჩევნო ოლქებში, არამდე პოლიციას, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომლებიც იყო ჩართულნი საარჩევნო კომისიის ფარგლებში, საზოგადოების თითოეულ წევრს მინდა, მადლობა გადაუხადო. ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავატარეთ მშვიდობიანი, ღია და თავისუფალი არჩევნები. დესტაბილიზაციის რისკები ბუნებრივია, არის მინიმალური და ხელისუფლება ყველაფრს გააკეთებს, რომ ეს რისკი იყოს მინიმუმადე შენარჩუნებული”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა

banner
წინა სტატიაშისამცხე-ჯავახეთის ექვსივე ოლქში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ცესკო-ში 307 საჩივარია შესული