მარიამ დალაქიშვილმა და ზოზია ქარდავამ ტურნირის Copernicus Bowl პირველი და მეორე წრე წარმატებით გაიარეს

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ დალაქიშვილმა პოლონეთის ქალაქ ვარშავაში მიმდინარე ტურნირის Copernicus Bowl პირველი და მეორე წრე წარმატებით გაიარა. მან პირველ წრეში სერბი სპორტსმენი , ხოლო მეორეში თურქი ჩოგბურთელი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მარიამი ასევე წყვილთა თანრიგშიც იღებს მონაწილეობას. მარიამის მეწყვილე რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ჩოგბურთელი ზოზია ქარდავაა, რომელმაც თავის მხრივ წარმატებით გაიარა ორივე წრე და მომდევნო ეტაპზე გავიდა. წყვილთა თანრიგში მარიამი და ზოზია პირველ ნომრად არიან განთესილები.

banner
წინა სტატიაში„დემოკრატიული მოძრაობის“ იდეა – ნინო ბურჯანაძე ოკუპირებულ რეგიონებში ჩასვლას გეგმავს
შემდეგი სტატიაალო… ,,Coca-Cola,,! “თავის მოჭრას” თავსახურის გამოცვლა ჯობია!