მარია ზახაროვამ “ბიბისის” ჟურნალისტებს “ფარისევლები” უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ “ფარისევლები” უწოდა “ბიბისის” ჟურნალისტებს, რომლებმაც მინსკში, 23 მაისს თვითმფრინავის იძულებით დაშვებასთან დაკავშირებით გამართული პრესკონფერენცია დატოვეს მას შემდეგ, რაც ბრიფინგზე რომან პროტასევიჩი მოიყვანეს – ამის შესახებ ზახაროვამ საკუთარ “ტელეგრამ” – არხზე გამოაქვეყნა.
“მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ “ბიბისის” იგივე ჟურნალისტები იგივეს გაიმეორებენ ჯულიან ასანჟის მონაწილეობით გამართულ პრესკონფერენციაზე. პრინციპული ფარისევლები” – ზახაროვამ დაწერა. გარდა ამისა, მათ, ვინც თვითმფრინავის დაშვების დეტალები აინტერესებთ, ურჩია, რომ პრეს-კონფერენციას თავიდან ბოლომდე უყურონ. “ძალიან შემეცნებითია” – საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა – რუსული მედია წერს.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რომან პროტასევიჩი, რომელიც მინსკში თვითმფრინავის იძულებითი დაშვების დროს დააპატიმრეს, ბელორუსის შსს-ს ბრიფინგზე მოულოდნელად სიტყვით გამოვიდა.

პრეს-კონფერენციაზე მყოფმა ჟურნალისტმა ტატიანა კოროვენკოვამ ბლოგერს მიმართა: “რომან, მე თქვენ გულწრფელად თანაგიგრძნობთ… წარმომიდგენია რა შეიძლებოდა თქვენთვის ექნათ… არ მჯერა არც ერთი თქვენი სიტყვის. უბრალოდ, გაუძელით, უბრალოდ გადაიტანეთ ეს”. ბრიტანული “ბიბისის” ჟურნალისტებმა ბრიფინგი პროტესტის ნიშნად დატოვეს.მათთან ერთად დარბაზი დიპლომატებმაც დატოვეს. ჟურნალისტმ ჯონ ფიშერმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ის ბრიფინგში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგანაც პროტასევიჩი იქ ნამდვილად იძულებით იმყოფება”.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ბელორუსი ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ. ჟურნალისტთან ერთად მისი მეგობარი გოგოც დაკავებულია.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, რაში სჭირდებოდა ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადება
შემდეგი სტატიაინგლისში ლოკდაუნის აკრძალვების მოხსნა ერთი თვით გადადეს, კლინიკებში კოვიდ-პაციენტების რაოდენობა იზრდება