19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

მარია ზახაროვა: უკრაინის მხარდამჭერი დასავლური „მსურველთა კოალიცია“ „სისასტიკითა და დეჰუმანიზაციით“ სოდომსა და გომორს ჰგავს

უკრაინის მხარდამჭერი დასავლური „მსურველთა კოალიცია“ „სისასტიკითა და დეჰუმანიზაციით“ სოდომსა და გომორს ჰგავს,- აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

„საკმაოდ უცნაური სახელწოდებაა – „მსურველთა კოალიცია“. რისი მსურველები? ეს რას მახსენებს? ეს სოდომსა და გომორს მახსენებს. სოდომი და გომორი ადამიანურობის დაკარგვის სიმბოლოა – ქალაქის მცხოვრებლები ფაქტობრივად მხეცებად იქცნენ“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, კოალიციას მშვიდობისა და უსაფრთხოების სურვილი არ აქვს.

„ეს არის ჭკუიდან გადასული საზოგადოება, რომელიც ნებისმიერს, ვინც მშვიდობით მოდის, პოტენციურ მსხვერპლად აღიქვამს“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისთვის, „მსურველთა კოალიცია“ უკრაინის მხარდასაჭერად 2025 წელს შეიქმნა და მასში 30-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული. ინიციატივას გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ.

banner
წინა სტატიაშილიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთმა, შესაძლოა, ლიეტუვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელოს
შემდეგი სტატიასასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა