მარია ზახაროვა: შავ ზღვაში ამერიკული გემების ყოფნა რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული

მოსკოვს შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემების ყოფნა აშფოთებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 9 თებერვალს შავ ზღვაში გამართული ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სწავლება, რომელშიც თურქული სამხედრო გემებიც იყვნენ ჩართულნი, რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამერიკის მეექვსე ფლოტს ძალიან უნდა შავ ზღვაში მტრის პოვნა. ამას სულ ტყუილად აკეთებენ“, – აღნიშნა ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 2,37%-ია
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული კომპანია პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს