21.4 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

მარია ზახაროვა: რუსეთმა საფრანგეთისგან გემ Tagor-ის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა

საფრანგეთში რუსეთის საელჩომ მოითხოვა, რომ პარიზმა მიაწოდოს სრული ინფორმაცია დაკავების გარემოებების შესახებ და იღებს ყოვლისმომცველ ზომებს ეკიპაჟში მყოფი რუსეთის მოქალაქეების დასაცავად.

რუსეთმა საფრანგეთისგან მოითხოვა ინფორმაცია გემ Tagor-ის დაკავებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„საფრანგეთში რუსეთის საელჩომ მოითხოვა, რომ პარიზმა მიაწოდოს სრული ინფორმაცია დაკავების გარემოებების შესახებ და იღებს ყოვლისმომცველ ზომებს ეკიპაჟში მყოფი რუსეთის მოქალაქეების დასაცავად“, – ნათქვამია ზახაროვას განცხადებაში.

მისი მტკიცებით, პარიზის ქმედებები ევროპული სამართლებრივი ნიჰილიზმისა და ნორმების საკუთარი მიზნების შესაბამისად გადაწერის მაგალითია.

ცნობისთვის, გუშინ ატლანტის რეგიონის საფრანგეთის საზღვაო პრეფექტურამ განაცხადა, რომ რუსეთიდან მიმავალი ტანკერი დააკავეს. საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, გემი ცრუ დროშის ქვეშ მოძრაობდა. გემის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც. „ეს ოპერაცია ატლანტის ოკეანეში, ღია ზღვაში, რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით, ზღვის სამართლის მკაცრი დაცვით განხორციელდა. მიუღებელია, რომ გემები თავიდან ირიდებდნენ საერთაშორისო სანქციებს, არღვევდნენ საზღვაო სამართალს და აფინანსებდნენ ომს, რომელსაც რუსეთი უკვე ოთხ წელზე მეტია აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა მაკრონმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: მცხეთიდან დიდი დიღმის მიმართულებით, შესაძლოა, ალტერნატიული შემოსასვლელი მოეწყოს
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული ორი რაკეტა მოიგერიეს