მარია ზახაროვა – რუსეთი ულტიმატუმებზე არასდროს რეაგირებს

რუსეთი არასდროს პასუხობდა ულტიმატუმებს, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებულ ახალ სანქციებს.

„მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკიმ, ევროპელ თანამოაზრეებთან ერთად, გამოთქვა ანტირუსული სანქციების გაძლიერების მოწოდება: კვლავ იმღერეს ძველი სიმღერა იმის შესახებ, რომ რუსეთს თითქოსდა არ უნდა ენდო და დასაჯო ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის ულტიმატუმის დაუმორჩილებლობისთვის, რომელსაც კიევის რეჟიმი და მისი ევროსპონსორები ცდილობდნენ, წარმოეჩინათ როგორც გარკვეული ნაბიჯი მოგვარებისკენ. უბრალოდ, საჭიროა ერთხელ დაიმახსოვროთ: რუსეთი ულტიმატუმებზე არასდროს რეაგირებს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ბრიფინგის დროს.

ზახაროვას თქმით, აშკარაა, რომ მშვიდობის მიღწევა დასავლეთევროპელ ულტრალიბერალებს არ აინტერესებთ.

„მათ სხვა მიზანი აქვთ: ნებისმიერ ფასად უზრუნველყონ შესვენება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო პოტენციალის აღსადგენად და ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირების გასაგრძელებლად“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცეს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სააპელაციომ მიხეილ სააკაშვილის განაჩენი განხილვის გარეშე, ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიატრამპმა ევროპული სახელმწიფოების მეთაურებსა და ზელენსკის განუცხადა, რომ არ გეგმავს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას