მარია ზახაროვა: რუსეთი შავ ზღვაში ნატოს სამხედრო ძალების გაფართოებით შეშფოთებულია
მნიშვნელოვანი
- რუსეთი შავ ზღვაში ნატოს სამხედრო ძალების გაფართოებით შეშფოთებულია
სხვა სტატიები
- ჯანელიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს
- ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ გზავნილის გაჟღერება, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ელემენტარული პრინციპების დარღვევას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან მიმართებაში
- ოპოზიციის უსინდისო და უპასუხისმგებლო ინიციატივა – ექსპერტის პასუხი
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი შავ ზღვაში ნატოს სამხედრო ძალების გაფართოებით შეშფოთებულია.
„იზრდება ნატო-ს ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ხომალდების შემოსვლების რაოდენობა შავი ზღვის მოკავშირეთა და პარტნიორთა პორტებში, სადაზვერვო თვითმფრინავების ფრენები, რუსეთის საზღვრის გასწვრივ უპილოტო საფრენი აპარატები. მოდერნიზაციას განიცდის ბულგარეთისა და რუმინეთის ინფრასტრუქტურა და მათ ტერიტორიაზე ხდება შეტევითი შეიარაღების განთავსება. სწავლების დროს მუშავდება სცენარები, რომლებიც ითვალისწინებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე, ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენებით, რომელსაც შეუძლია ბირთვული ქობინების გადატანა“, – აცხადებს ზახაროვა.
მისივე თქმით, ნატო-ს ასეთი აქტივობა რუსეთის მხრიდან სერიოზული შეშფოთების მიზეზი ხდება.