14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

მარია ზახაროვა: რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დახმარებას უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის

მარია ზახაროვა: „რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დახმარებას უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის აღიარების“ 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ზახაროვა აღნიშნავს, რომ მოსკოვს განზრახული აქვს მომავალშიც გაუწიოს „მასშტაბური დახმარება“ სოხუმსა და ცხინვალს.

„26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხები კვლავ აღნიშნავენ დღესასწაულს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათ ბედზე — აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების დღესა და რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღიარების დღეს. რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 2008 წელს ცნო მათი სუვერენიტეტი. „კოლექტიური დასავლეთის“ მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის წაქეზების ფონზე, რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებაში რუსეთის წვლილი ამ დღესასწაულს ჩვენი სახელმწიფოსთვისაც მნიშვნელოვანს ხდის“, — აცხადებს ზახაროვა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ბოლო 18 წლის განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და კრემლი აქტიურად მუშაობს „უსაფრთხოების ერთიანი კონტურის ფორმირებასა“ და კანონმდებლობების ჰარმონიზაციაზე.

„ახლა ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდა რესპუბლიკებს სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაში, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაში, საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებაში. ვატარებთ სამუშაოებს ეროვნული კანონმდებლობების ჰარმონიზაციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი კონტურის ფორმირებისა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. განზრახული გვაქვს, მომავალშიც გავუწიოთ მეგობრულ ქვეყნებს მასშტაბური დახმარება სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განმტკიცების საქმეში“, — წერია ზახაროვას განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა
შემდეგი სტატიალევან მახაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური პარტია არ არის, პოლიტიკური პირამიდაა