26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

მარია ზახაროვა: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირები გავაღრმავოთ, ამას სუფთა გულით ვაკეთებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისმა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაბრუნების სასარგებლოდ მტკიცე არჩევანი გააკეთა.

„ჩვენ გაგებით ვიღებთ თბილისის მცდელობებს, დაასრულოს გარედან დიქტატი და უცხოელ პარტნიორებთან თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ითანამშრომლოს. ჩვენ მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირები გავაღრმაოთ, რაც საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამას სუფთა გულით და გულწრფელად ვაკეთებთ“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, მოსკოვი „თბილისთან ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაფართოებისთვის მზად არის“.

„თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაბრუნების, ქართველი ხალხის ინტერესების უზრუნველყოფის და მე დავამატებდი, ქვეყნისა და ხალხის ღირსების სასარგებლოდ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: სანამ „ოცნებას“ არ მოვაშორებთ, არ იქნება არც ვიზები და არც არაფერი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მინდა, ერთი წამით წარმოიდგინოთ, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, ჰერჩინსკის იმედები რომ გამართლებულიყო