მარია ზახაროვა – „მცოცავი საზღვრის“ შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან ე.წ. მცოცავი სასაზღვრო ზოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„ეს დაუდასტურებელი ინფორმაცია მუდმივად ვრცელდება იმისთვის, რომ შემდეგ მოაწყონ შოუ კამერებისთვის. მოძრავი საზღვრის შესახებ ინფორმაცია არასდროს დასტურდება ფაქტებით, რამდენჯერმე კი ეს ცნობა ევროკავშირის დამკვირვებლებმაც უარყვეს, თუმცა ამაზე მედია უკვე აღარ წერს“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი უკვე კარგა ხანია, თბილისისგან არსებული რუკების შედარებას ითხოვს, რათა დადგინდეს, სად გადის „გამყოფი ხაზი“.

„საქართველოს მთავრობა რომ ნამდვილად ზრუნავდეს საზღვრისპირას მცხოვრებ მოქალაქეებზე, ამ საკითხების გადაჭრა ადვილად იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, სპეკულაციების შესაძლებლობა გაქრებოდა“, – განაცხადა ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში, ახალგაზრდა კაცმა თვითმკვლელობა სცადა
შემდეგი სტატია,,ოცნების,, ბანერები და ფაროსანას ამარა დარჩენილი სოფელი…