მარია ზახაროვა – ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესზე უცხოელი დიპლომატების დასწრება რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეებში ჩარევაა

ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესზე უცხოელი დიპლომატების დასწრება რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეებში ჩარევაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„ალექსეი ნავალნის საქმის სასამართლო პროცესზე უცხოელი დიპლომატების ყოფნა რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეებში ჩარევა და დასავლეთის მხრიდან რუსეთის შეკავებისკენ მიმართული თვითმამხილებელი მცდელობაა,“- წერს ზახაროვა.

მისი ინფორმაციით, მოსკოვის საქალაქო სასამართლოში აშშ-ის, ბულგარეთის, პოლონეთის, ლატვიისა და ავსტრიის საელჩოების ოცამდე წარმომადგენელი მივიდა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: მანდატების შენარჩუნების მიუხედავად, ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოსთან ხალათითა და ყავით-აქცია-პერფომანსი