მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთისთვის ნატო-ში უკრაინის ნებისმიერი ფორმით გაწევრიანება მიუღებელია მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთისთვის ნატო-ში უკრაინის ნებისმიერი ფორმით გაწევრიანება მიუღებელია

რუსეთისთვის მიუღებელია ნატო-ში უკრაინის ნებისმიერი ფორმით გაწევრიანება, იქნება ეს ნაწილობრივ, თუ სხვა ფორმატში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ მუდმივად განვმარტავთ ჩვენს პოზიციას უკრაინის ნატო-ში შესვლის თაობაზე. ნაწილობრივ, თუ ცალკეული ნაწილების გარეშე, ნებისმიერი ფორმით, რუსეთისთვის მიუღებელია უკრაინის შესვლა ატლანტიკურ ბლოკში“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამგვარად გამოეხმაურა ნატო-ს ყოფილი ხელმძღვანელის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომელმაც უკრაინის ნატო-ში „ნაწილობრივი წევრობის“ იდეა წარმოადგინა, რათა ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„დადგა დრო, გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი და მოვიწვიოთ უკრაინა ნატო-ში. ჩვენ გვჭირდება ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელშიც უკრაინა ნატო-ს ცენტრში იქნება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

banner
წინა სტატიაში“პუტინი ვერ ეღირსება, რომ გერმანია უკრაინის ომს ოდესმე დაივიწყებს”-შტაინმაიერი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მკვლელი ოკუპანტების გვარებს ჩვენ დავადგენთ და ისინი უკიდურესი ფორმით აგებენ პასუხს