მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მესამე მოსმენით მიღება ვენეციის კომისიის აზრის დალოდების გარეშე, სამწუხაროა და არ ასახავს დიალოგის სულისკვეთებას

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მესამე მოსმენით მიღება ვენეციის კომისიის აზრის დალოდების გარეშე, ძალიან სამწუხაროა და არ ასახავს კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, იგნორირებული იქნა საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან კანონპროექტის შეუთავსებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ჭეშმარიტი საპარლამენტო მსჯელობა არ შეესაბამება ინკლუზიურ დემოკრატიულ პროცესს.

“ვინაიდან ვენეციის კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს თავისი მოსაზრება, მისმა სამართლებრივმა რეკომენდაციებმა უნდა შექმნას საფუძველი მნიშვნელოვანი დიალოგისთვის და უზრუნველყოს წინსვლის გზა ევროპის საბჭოს ნორმებისა და ღირებულებების შესაბამისად. მე ასევე ღრმად შეშფოთებული ვარ მრავალი მოხსენებით, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის, დაშინების კამპანიების, ფიზიკური შეურაცხყოფის, ძალის არაპროპორციული გამოყენების, უკანონო დაკავებების, პერსონალური მონაცემების გავრცელების და სტიგმატიზებული ოფიციალური ნარატივების გამოყენების გამო მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას სასწრაფო ზომები, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ქმედებები, რომლებიც შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან. უზრუნველყოს უფლებათა სავარაუდო დარღვევის ყველა ხსენებული შემთხვევის სათანადო და ეფექტური გამოძიება. ევროპის საბჭო მზადაა დაეხმაროს საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაში, რომ განამტკიცოს მისი დემოკრატიული განვითარება და შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ”, – აღნიშნა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა – ზურაბიშვილმა თქვა, პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ, ჩემს მანდატს ამოვწურავო, როგორც ჩანს, ახალი დაკვეთა მიიღო, ამ უსამშობლოებს სათავეში ჩაუდგეს
შემდეგი სტატიაკავკასიის უნივერსიტეტს მამუკა ანდღულაძე ტოვებს