არც ისე დიდი ხნის წინ ნატო-მ და ევროკავშირმა ტერორიზმის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გამოაცხადეს, ახლა კი თავად გახდნენ საერთაშორისო ტერორისტული საქმიანობის ნაწილი,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა საუბრობს.
„არც ისე დიდი ხნის წინ, ნატო-მ და ევროკავშირმა ტერორიზმის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გამოაცხადეს. ახლა კი, თავად გახდნენ საერთაშორისო ტერორისტული საქმიანობის ნაწილი“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რუსულ მედიასთან საუბრისას.
ცნობისთვის, რუსული მხარის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა შავი ზღვის სანაპიროზე, გელენჯიკის მახლობლად მდებარე კურორტზე. შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. რუსეთი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.















