მარია გაბრიელი : ევროპარლამენტი აგზავნის მტკიცე სიგნალს, რომ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი დიდი უმრავლესობით მხარდაჭერით ევროპარლამენტი აგზავნის მტკიცე სიგნალს, რომ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

ამის შესახებ “ტვიტერში” საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი წერს.

ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 42-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ორმა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის დავალება დროული იყო, მოსახლეობის მხრიდან ამ საკითხზე წუხილი პერიოდულად ისმის
შემდეგი სტატიასასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო