მარგველაშვილმა სალობიეში ყოფნის ფაქტი შეაფასა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “მთავარი არხის” პირდაპი ეთერში ამჟამინდელი პრეზიდენტის სალობიეში ყოფნის ფაქტი შეაფასა.

 

“მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ამ დროს უნდა იყოს ხალხთან ერთად, დაპოლიტიკურ ძალებთან ერთად და მათთან ერთად მსჯელობდეს იმაზე, რანაირად გამოიყვანოს ქვეყანა იმ სირთულეებიდან, რომელშიც ახლა ჩვენ შესული ვართ. ეს როლი კონსიტუტციურად აქვს პრეზიდენს. აქვს ამ როლის განხორციელების დიდი შესაძლებლობა, რადგან პრეზიდენტი არის ამ სიტუაციაში არადაინტერესებული მოთამაშე და შეუძლია შექმნას ეს სადისკუსიო მაგიდა. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ეს რესურსი არ არის გამოყენებული. და ამას ჩვენ ელჩები კი არ უნდა გვეუბნებოდნენ, რომ ისინი დისკუსიის პროცეს იწყებენ, არამედ ამისთვის საქართველოში არსებობს პრეზიდენტის ინსიტუტი” – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – პრეზიდენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გაერო-ში საუბარი ნაადრევი იყო
შემდეგი სტატიამარგველაშვილი მზაობას გამოხატავს იტვირთოს მედიატორის როლი ოპოზიციასა და ივანიშვილს შორის