მარგველაშვილმა მოსახლეობას ხარება მოწამეთას მონასტრიდან მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მოწამეთას მონასტრიდან მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი ტაძარში პირველ ლედისთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.

„ხარებას გილოცავთ სრულიად საქართველოს! ამ დღეს, როდესაც კაცობრიობას ეხარა მომავალი მაცხოვრის დაბადება, მინდა, რომ სიხარულისა და ახლის დაბადების ემოცია ყველა ჩვენგანში გაცოცხლდეს.

მე დღეს ამ დღესასწაულს გილოცავთ მოწამეთას მონასტრიდან. მოწამეთა არის ჩემი გვარის წარმოშობის სოფელი და მიხარია, რომ აქ მოვხვდი და ამ მშვენიერი ადგილიდან მაქვს შესაძლებლობა მოგილოცოთ ეს მშვენიერი დღესასწაული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს მართმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავ წირვას პატრიარქი სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლენს.

banner
წინა სტატიაშისარფში თურქ მებაჟეს საქართველოს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი დღეს სიმართლეს იტყვის