მარგველაშვილი: ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეებისა და არა მტრების ძებნას

საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტს დილაოგისკენ და ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
“გასული წლის ნოემბერში ახალ პარლამენტს მივმართე. მაშინ მოგახსენეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად აჩენდა თამამი რეფორმებისა და ინიციატივების შესაძლებლობებსაც.

რა მივიღეთ რეალურად ხუთი თვის თავზე?

სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად,ხოლო რეფორმების დინამიკა არაა შთამბეჭდავი.

სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პრაქტიკულად უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამ ფონზე მისასალმებელია გადაწყვეტილება, დღევანდელი დებატების გამართვის თაობაზე.

მე არაერთხელ მითქვამს არჩევნებშიგამარჯვების შემდეგ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის სამსახურში ვარ და ყველა ამომრჩევლის პრეზიდენტი ვარ. ზუსტად ასევე – თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და დეპუტატები ხართ. და მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას. რადგან მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია, რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებაა. ამიტომ, არაერთხელ მოგიწოდეთ და დღესაც მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ”- განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა დაიწყო
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის არჩევის წესი, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე არ უნდა იყოს მორგებული