მარგველაშვილი ოპოზიციის აკრძალვაზე: ეს ის არის, რასაც ფაშიზმს ეძახიან

ეს ის არის, რასაც ეძახიან ფაშიზმს. როცა განსხვავებული აზრი მიუღებელია, როცა სხვა ყველა ხმა, გარდა იმ ხმისა, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად ეს პერსონაჟი და სხვა პერსონაჟებიც კი არ განაპირობებენ, ამ ხმას განაპირობებს ერთი ხმა მხოლოდ – ბიძინა ივანიშვილის. თუ ეს მოლოდინი არის, რომ ქართული საზოგადოება, ქართული კულტურა, რომელიც არის მრავალხმოვანი და მრავალფეროვანი ალაპარაკდება ივანიშვილთან უნისონში, ეს პრინციპული გაუგებრობაა იმისა – რა ვართ და ვინ ვართ ქართველები. ჩვენ ვართ მრავალფეროვნების, მრავალხმოვანების ქვეყანა და არ ვართ ფაშისტური საქართველო, არც საქართველო სსრ არ ვართ ამასთან ერთად,-განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფორმულას ეთერში.

*პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიცური პარტიების გაუქმებით ისევ იმუქრება. კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე მიიღონ.

banner
წინა სტატიაშიწითლიძე: პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე გიბარებთო – მისვლას არ ვაპირებ
შემდეგი სტატიაევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეთა დელეგაცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა