მარგველაშვილი: ოცნებიდან წასული მარტო მე ვარ, დანარჩენი ყველა გაგდებულია

„ქართული ოცნებიდან“ წასული მარტო მე ვარ, დანარჩენი ყველა გაგდებულია“, – ასე უპასუხა ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ შეკითხვას – ხედავს თუ არა მესამე ძალად „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიიდან წასულ პოლიტიკოსებს არ იცნობს.

„ცალკე ადამიანებს ვერ გავარჩევ. მაგრამ თუ მაინც და მაინც ამ ტერმინით გინდათ თქვათ, ოცნებიდან წასული მარტო მე ვარ, დანარჩენი ყველა გაგდებულია. მე ვამბობ, რომ წასული და როდესაც პრინციპები დაირღვა, ჩემ გარდა წასულს მე არ ვიცნობ, თუ მოგვიყვებიან ისინი როდის და როგორ წავიდნენ, მოვუსმენ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი: არ ვაპირებ მაჟორიტარობას, შემომთავაზეს და უარი ვთქვი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი