მარგველაშვილი: მთავარსარდლის ფუნქციები რეალობას მოწყვეტილია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გახსნა. “საკონსტიტუციო ცვლილებებით უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები რეალობას არის მოწყვეტილი,”- ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს გაუქმების უარყოფით მხარეზცე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განუცხადეს, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის უშიშროების საბჭოს გაუქმება.

banner
წინა სტატიაშიბერძნული მედია- დასავლეთ ატიკაში სამი ქართველი ექთანი დააკავეს
შემდეგი სტატიარუსთაველზე, აქციისას დაკავებულების სასამართლო გადაიდო