მარგველაშვილი: მათ უნდა დაიცვან თავისი სარედაქციო დამოუკიდებლობა და ამისთვის უნდა იბრძოლონ

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა იმ მოვლენებს, რაც “რუსთავი 2”-ის გარშემო ვითარდება, რთული ვითარება უწოდა. გიორგი მარგველაშვილი ჩვენს გუნდს ბრძოლისკენ მოუწოდებს, ამავდროულად იმედს გამოთქვამს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება.

მარგველაშვილის განცხადებით, როდესაც ტელევიზიის ჟურნალისტებს აქვთ მწვავე, კრიტიკული შეკითხვები და ის ვიღაცას აღიზიანებს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ტელევიზია უნდა დაიხუროს ან სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს.

“რუსთავი 2″-ის საქმე და ის, რაც ვითარდება ამ ტელევიზიაში, ჩემთვის არის ძალიან მძიმე, ერთის მხრივ იმიტომ, რომ თავისუფალი მედია მიმაჩნია რეალურად მეოთხე ხელისუფლებად და არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში ერთადერთ დარჩენილ შტოდ ხელისუფლებისა რომელიც ხელისუფლებას აკონტროლებს, მისი შესუსტება ნიშნავს ფაქტიურად ბალანსის შესუსტებას ამ ქვეყნაში და მეორე, რა თქმა უნდა, მე მაკავშირებს, ერთად ვმუშაობდით ეს ხუთი წელიწადი იმ ადამიანებთან, ვინც არიან ჟურნალისტები. ის რომ ისინი მწვავე კითხვებს სვამდნენ, ან ხშირად ჩემთვის არასასურველ საკითხს აყენებდნენ, ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვაფასებ ღვაწლს ქართული სახელმწიფოს წინაშე. ძალიან მძიმეა და მე მიტინგზეც მათ მოვუწოდე გამძლეობისკენ და ბრძოლისუნარიაობისკენ. მათ უნდა დაიცვან კონსტიტუციური უფლება გამოხატვის, ეს მათი ვალია სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ისინი ჟურნალისტები არიან, ისინი არიან მოქალაქეები ამ წუთას აღმოჩენილი კრიტიკულ ადგილას და მათ უნდა დაიცვან თავისი სარედაქციო დამოუკიდებლობა და ამისთვის უნდა იბრძოლონ,”-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
შემდეგი სტატიანიკა მელია: ჩვენ გვყავს აშარი ხელისუფლება!