მარგველაშვილი: ყველაფერი კომიკურია, რაც მანამდე გვიკეთებია, მე, ალასანიას, კვირიკაშვილსაც

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გიორგი მარგველაშვილმა რამდენჯერმე ახსენა კომფორტის ზონიდან გამოსვლა და აღნიშნა, რომ ამ ზონიდან მისი ჩათვლით ის პოლიტიკოსები უნდა გამოვიდნენ, რომლებმაც გარკვეული დროის შემდეგ პაუზის აღება გადაწყვიტეს. მარგველაშვილმა ასეთ პოლიტიკოსებზე საუბრისას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ახსენა.

აღნიშნული გვარების ხსენების შემდეგ გადაცემის წამყვანმა, რამდენჯერმე ჰკითხა მარგველაშვილს, თუ რატომ ახსენებდა ასე ხშირად ამ ორი ადამიანის გვარს, რაზეც მე-4 პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ყველას, მათ შორის ალასანიას და კვირიკაშვილსაც სთხოვს კომფორტის ზონიდან გამოსვლას.

„ყველა უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, რის გამოც ჩვენი თანასწორები დაიხოცნენ აფხაზეთში, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, რის გამოც ამდენი ტკივილი გავიტანეთ, მთელი ახალგაზრდობა არეულობაში ვიცხოვრეთ და სულ იმედი გვქონდა, რომ ნაბიჯნაბიჯ წინ მივდივართ… ამას რომ აყენებენ რაღაც კომიკურად და მართლა პროვინციული დიქტატურის აგების ფორმით, რომ გიყენებენ და გეუბნებიან, რომ შენ იცხოვრებ იმ ქვეყანაში, სადაც არ მოგეწონება და ქვეყნიდან გაგიშვებ, იმუშავე სადმე პოლონეთში, ან გერმანიაში და გეუბნებიან, რომ თუ შენ თავისუფლად იაზროვნებ ბოლოს ციხეში ჩაგსვამთ და როგორ ჩაგსვამთ საერთოდ არ მაინტერესებსო, არ გაქვს კომფორტის ზონაში ყოფნის უფლება. მაშინ გამოდის, ის ყველაფერი კომიკურია, რაც მანამდე გვიკეთებია, მე, ალასანიას, კვირიკაშვილსაც… მე ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, რომლებმაც გარკვეული პერიოდი პოლიტიკაში ვიმსახურეთ და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ კომფორტის ზონა უნდა შეგვექმნა… მივმართავ იმ ხალხსაც ვინც მისმენს, სამწუხაროდ კომფორტის ზონა მთავრდება. აქ აღარ არის იმაზე საუბარი, რომ ლეიბორისტების წევრი ხარ, ნაციონალების, თავისუფალი დემოკრატების თუ ვინ ხარ. ჩვენ თამაშის მოედანს გადააქცევენ პროვინციულ დიქტატურად, ეს აბსურდულს ქმნის ჩვენს ნაცხოვრ ცხოვრებას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშეშფოთებული ვარ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგუალავასთან მიმართებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში საქართველოსთვის 2021 წელს 63.5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა სურს