მარგველაშვილი: “იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე”

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართა და მოუწოდა „იყვნენ საქართველოს ხმა ნატოს მომავალ სამიტზე“.

„ნატო-ს ვარშავის სამიტზე პრიორიტეტად შენარჩუნდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსეპქტივა, ასევე საქართველო, შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგის მონაწილედ მიიწვიეს.
შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოში იწყება. უსაფრთხო შავი ზღვა კი, რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის და გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობაა. სწორად ამიტომაა აუცილებელი საქართველოს აქტიური ჩართულობა, შავ ზღვაზე უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში.
ბრიუსელის სამიტის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველო სამიტზე არ ექნება წარმოდგენილი.
მივმართავ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებს და მათ წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში – პატივცემულ ელჩებს: იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე – ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის, საქართველოს და შავი ზღვის უსაფრთხოებით განისაზღვრება!,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუნდა ვიმუშავოთ, რათა ჩამოვყალიბდეთ, ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: იმედი მაქვს დადგება დრო, როდესაც საქართველოში ხელოვნურად აღმართული კედლებიც დაინგრევა