მარგველაშვილი: გვჯერა, რომ კეთილი ნების ქვეყნებს შორის თანამშრომლობა „ისლამური სახელმწიფოს“ პრობლემის გადაწყვეტამდე მიგვიყვანს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინს იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის გამო მიუსამძიმრა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც მარგველაშვილმა ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კეთილი ნების ქვეყნებს შორის თანამშრომლობამ მსოფლიო „ისლამური სახელმწიფოს“ პრობლემის გადაწყვეტამდე უნდა მიიყვანოს.

„გვჯერა, რომ კეთილი ნების ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სტრატეგიული ინტერესების აღიარებას ეფუძნება, ტერორიზმის პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს, როგორც კონკრეტული ტერორისტული აქტებისა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხდება. ასევე, იმ გლობალური პრობლემის გადაწყვეტისა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) პრობლემა ჰქვია და რომელიც კაცობრიობის კეთილი ნების ღირებულების მატარებელმა ქვეყნებმა, ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ისრაელის პრეზიდენტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს გვიან ღამით ეწვია.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ელჩი: ვერანაირი სახის ძალადობას ვერ მივესალმებით
შემდეგი სტატიაისრაელის პრეზიდენტი: განვიხილავდით შესაძლებლობას, ვიზიტი გადაგვედო, თუმცა ვთქვით, რომ ტერორისტები ვერ გაგვაჩერებენ