(FOTO-VIDEO) კონცერტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს მიეძღვნა

MARGVELACENAZEპრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ძალიან ნათელი და მტკიცე ნაბიჯებით მიდის ევროპული ოჯახის სივრცისკენ. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება.

“ევროპის დღისადმი მიძღვნილი „25 წლის წინ საქართველო გახდა დამოუკიდებელი, მაგრამ ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ თავისუფლები ჯერ კიდევ გადასადგმელია. ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი ღირებულებების, ევროპული ღირებულებების იდენტური საზოგადოება. საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლების იდეალებზე.
თავისუფლება ნიშნავს, იმას, რომ ხარ ინდივიდი, გაქვს შენი ღირებულებები და შეხედულებები და ამავდროულად შენ აღიარებ სხვის თავისუფლებას და შეხედულებებს, იფიქროს და იცხოვროს შენგან განსხვავებულად. ასე ვცხოვრობდით საუკუნეების განმავლობაში, ასეთი კულტურა შევქმენით ჩვენ, ახლა საჭიროა, ეს კულტურა გადაიზარდოს სახელმწიფოებრივ სისტემაში.
ამ ნაწილში ჩვენ ძალიან გვეხმარებიან ჩვენი ევროპელი კოლეგები.
ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური ხელმძღვანელობაც ძალიან ნათელი და მტკიცე ნაბიჯებით მიდის ევროპული ოჯახის სივრცისკენ, ამას მეტყველებს ჩვენს მიერ დადებული ხელშეკრულებები, ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც ვითარდება საქართველოში და ამის ნათელი დადასტურება იქნება ის ევროპული სტანდარტის არჩევნები, რომელიც ჩატარდება წელს და რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ძალიან აქტიურად ჩაერთვება.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის მომავალი გამარჯვებები, რომელიც ჩვენ გვექნება ამ გზაზე. საქართველო გახდება ევროპული კავშირის წევრი, მე ამაში დარწმუნებული ვარ!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

https://youtu.be/QABVqttjnaU

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის ისტორიის შესახებ მუსიკალურ სპექტაკლს შეუკვეთავს
შემდეგი სტატიაჩეჩნეთში აფეთქება მოხდა