მარგველაშვილი: გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდები საქართველოს მესამე პრეზიდენტს

“გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდები საქართველოს მესამე პრეზიდენტს და დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს, მომცენ შესაძლებლობა ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის” – გიორგი მარგველაშვილი მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს.

გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ხელს არ შეუშლიან და ამასთან დაკავშირებით, “კომიკურ” მიზეზს არ მოიფიქრებენ.

მეოთხე პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ფაქტი და აღნიშნა, რომ საუბარი იყო პროცესზე, რომელიც თავად ზურაბიშვილის ინიციატივით დაიწყო, მარგველაშვილის შეფასებით, შეთანხმებასთან დაკავშირებით, მოქმედი პრეზიდენტის პოზიცია დროული და ადეკვატურია.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი: მოლაპარაკებებზე ჩვენი წინადადებებით მივალთ
შემდეგი სტატიასოლომონ ზეიკიძის კეთილი საქმე – ლიბერთისა და წალენჯიხის მერიის ხელშეწყობით, „კუმ დეომ“ მორიგი საქველმოქმედო აქცია ფახულანში გამართა