“ეს არის ძალიან მძიმე დღე ქართული დემოკრატიისა და ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. დღე, რომელმაც ნათლად აჩვენა თუ რა მიზნები ამოძრავებს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც არ აქვს ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა, რომელიც უბრალოდ აკონტროლებს რესურსს და ამ რესურსის კონტროლის შედეგად ცდილობს ძალადობრივად მართოს ქვეყანა და ქვეყანაში დაამყაროს ავტორიტარული და დიქტატურული მმართველობა. ეს არის დღე, რომელმაც უნდა გამოაფხიზლოს ძალიან ბევრი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. მცდელობა, რომ რამენაირად მოინათლოს ეს ლეგიტიმურ მმართველობად, სამართლებრივ სახელმწიფოდ ან დემოკრატიად არის უკვე სასაცილო”, -აცხადებს გირგი მარგველაშვილმა.