მარგველაშვილი: დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად ჩვენ აშშ-ის აქტიური ჩარევა გვჭირდება დაუყოვნებლივ!

საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე 23 მარტს შეერთებული შტატების სენატი იმსჯელებს. სენატორების კითხვებს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეები უპასუხებენ. დაგეგმილ განხილვას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი Twitter-ზე გამოეხმაურა:

“სენატის ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ მოსმენას ველოდები. 3 წლის წინ კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების თხოვნით მივმართე და ჩვენმა კარგმა მეგობრებმა ის ანგარიშში ჩაწერეს. ის დემოკრატიის დაცვითა და გაძლიერების მოწოდებით იწყება. დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად ჩვენ აშშ-ის აქტიური ჩარევა გვჭირდება დაუყოვნებლივ!” – წერს გიორგი მარგველაშვილი.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: რა არის გამოსავალი? აქტიური პოზიცია!
შემდეგი სტატიაამ ავტორიტარიზმში, მედიაციის უშედეგოდ დასრულება რომ ოპოზიციას დავაბრალო, უნამუსობაა – მშვენიერაძე