მარგველაშვილი არის აბსოლუტური ლაჩარი… თუ ელემენტარული ვაჟკაცობა აქვს, დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და მოქალაქეობის დაბრუნებას ითხოვს. განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, გადაცემა “კვირის აქცენტებში” გააკეთა.
სააკაშვილის თქმით, მას ქვეყანაში დაბრუნებისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეს.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესში დაფიქსირდა.
„მარგველაშვილი არის აბსოლუტური ლაჩარი, იმიტომ, რომ ჯერ ჩამომართვა მოქალაქეობა. თუ ელემენტარული ვაჟკაცობა აქვს, თუ ელემენტარული რაღაც მაინც აქვს გატოკებული დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. მათ მომისაჯეს სასჯელები, მათ ამიკრძალეს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა.
სამწუხაროდ არასამთავრობო ორგანიზაციები გაიყუჩნენ. სად არის ეს ხალხი, რატომ არ იღებს ხმას, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს არ უშვებენ საქართველოში. რატომ არ იღებენ იმაზე ხმას, რომ არ მაძლევენ უფლებას არჩევნებში მონაწილეობის. რატომ არ იღებენ ხმას იმ დარღვევებზე, რომელიც მოქალაქეობის ჩამორთმევისას იყო გაკეთებული. ეს არის სამართალი? ეს არის ობიექტურობა?
ჩემს და ქართველ ხალხს შორის ვერ იქნება ვერც ივანიშვილის ფილტრი, ვერც წულუკიანის ფილტრი, ვერც არასამთავრობოების ფილტრი. გაიწიონ ყველა. არაფერი არ მაქვს ცარიელი ხელების და ჩემი რეპუტაციის გარდა. შემომიშვით საქართველოში და განახებთ ვისი ეშინიათ და ვისით დააშინებენ ხალხს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული გამოცდები შესაძლოა გაზაფხულზე ჩატარდეს – ჩხენკელი
შემდეგი სტატია“რომ გავიხედეთ თვითმფრინავს ბოლი გასდიოდა” – კომპანია “ვიზეარის” რეისი თვითმფრინავის გაუმართაობის გამო ვერ შესრულდა