ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ “რუსეთი სუსტდება, ახლა მოლაპარაკებების კი არა, ზეწოლის დროა”.
მისივე თქმით, ევროპა არ უნდა წამოეგოს კრემლის პროვოკაციებს და არ უნდა ჩაერთოს რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებში იმ ფონზე, როდესაც უკრაინა ომში უპირატესობას მოიპოვებს. ცაჰკნამ აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მცდელობები მეტწილად ჩიხში შევიდა, ხოლო ვაშინგტონის ყურადღება ირანში მიმდინარე ომზეა გადატანილი.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ვარიანტები ეწურება და დასავლეთის ეკონომიკური სანქციების მრავალჯერადი რაუნდი შედეგს იძლევა.
















