14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

მარგუს ცაჰკნა: რუსებს სურთ უკრაინელები ზამთრის წინ სიცივესა და სიბნელეში დარჩნენ

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა რუსული ძალების მიერ კიევის ოლქის ბუჩას რაიონზე განხორციელებულ იერიშს ეხმაურება.

„რუსული დრონების მორიგი მასშტაბური თავდასხმა უკრაინაზე. ყველაზე მძიმე დარტყმები სოფელმა მილამ მიიღო. მიმდინარე კვირაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები აჩვენებს, რომ რუსებს სურთ უკრაინელები ზამთრის წინ სიცივესა და სიბნელეში დარჩნენ. კრემლის გეგმა უნდა ჩაიშალოს“, – წერს ცაჰკნა X-ზე.

მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.

„უკრაინის მიმართ მხარდაჭერა მტკიცე უნდა დარჩეს, ყველა ფორმის დახმარების გაგრძელებით“, – აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, 28 აგვისტოს საღამოს, რუსულმა ძალებმა ბუჩას რაიონს დაარტყეს. თავდასხმამ საწყობებში აფეთქებები და ხანძარი გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, რუსების იერიშს 27 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაში,,ლელო” ხელვაჩაურის მერიას კირნათის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 6 სოფლისთვის მთის დასახლების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით პეტიციით მიმართავს
შემდეგი სტატიადაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ქალი ვალერია კირლიუკია