13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

მარგუს ცაჰკნა: ესტონეთმა წამოაყენა წინადადება, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები უნდა დააწესოს საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ესტონეთმა უკვე წამოაყენა წინადადება, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები უნდა დააწესოს საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ.

მარგუს ცაჰკნამ პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ესტონეთმა უკვე წამოაყენა წინადადება, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები უნდა დააწესოს საქართველოს რეჟიმისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიულ ნორმებს არღვევენ. ჩვენ ესტონეთში ამას უკვე ვაკეთებთ“,
– განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიამარტა კოსი – განვიხილავთ, როგორ ვითანამშრომლოთ უკეთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან