ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლა გააძლიერონ. გდანსკში გამართულ კონფერენციაზე მინისტრმა „Bloomberg“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის მიერ განხორციელებული შორ მანძილზე დარტყმების ფონზე, რუსეთი დანაკარგების კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.
ცაჰკნას თქმით, ომის დასრულების ზუსტი დროის პროგნოზირება რთულია, თუმცა რუსეთის სამხედრო დანაკარგების მასშტაბი მიუთითებს იმაზე, რომ ომის დასასრულის დასაწყისი ახლოვდება.
„ეს არის დრო, როდესაც უნდა გამოვიჩინოთ სტრატეგიული მოთმინება, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე და ვიყოთ მზად ნებისმიერი რეაგირებისთვის. ეს შეიძლება იყოს ომის დასრულების საწყისი წერტილი“,_ განაცხადა ცაჰკნამ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ უნდა აიღოს მეტი ლიდერობა ამ პროცესში, თუმცა აშშ-ის ჩართულობა კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება. მისი თქმით, ზეწოლის გაძლიერება შექმნის იმ იმპულსს, რომელიც საბოლოოდ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ უბიძგებს.


















