მარგოშვილი ჩატაევთან კავშირს ადასტურებს – პირველი ჩვენება

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული რამაზ მარგოშვილი, ახმედ ჩატაევთან კავშირს ადასტურებს. მარგოშვილმა დღეს დუმილი დაარღვია და სასამართლოს პირველი ჩვენება მისცა.
ბრალდებული აცხადებს, რომ ის ჩატაევს იცნობდა, მასთან სირიაში 2015 წელს იმყოფებოდა.
მისივე თქმით, ჩატაევის თხოვნით მას ფინანსური პრობლემების მოგვარებაშიც ეხმარებოდა, თუმცა დაკავებული აცხადებს, რომ ჩატაევის საქართველოში შემოსვლასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
რამაზ მარგოშვილმა სასამართლოს ჩვენება გირაოთი გათავისუფლებული შავხალქავთარაშვილის წინააღმდეგაც მისცა.
იმის გამო, რომ პროცესები დახურულია დეტალებზე არ საუბრობენ ადვოკატები, თუმცა ამბობენ რომ მარგოშვილის ჩვენების საფუძველზე ქავთარაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე უნდა დაიწყოს.

banner
წინა სტატიაში„ჭადრაკის დაფაზე პაიკის ადგილი“ – რომან გოცირიძე მინისტრობის ახალ კანდიდატებზე
შემდეგი სტატიაილია მეორემ იანოშ ჰერმანს სთხოვა, მომავალშიც გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა – საპატრიარქო